ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის სოფლებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის სოფლებში პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ჩოჩხათში.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა, წყალმა სოფლის შიდა გზების ნაწილი ჩამოშალა და წაიღო.

„სოფელში რთული ვითარებაა. ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. შიდა გზები დაზიანებულია და სტიქია კიდევ უფრო აზიანებს. რამდენიმე ადგილზე გზა წყალმა წაიღო. მეწყერმა ერთ-ერთ სოფელში მისასვლელი გზაც ჩაკეტა, თუმცა ამჟამად გახსნილია. ველოდებით სპეციალურ ტექნიკას“,  აცხადებს ჩოჩხათში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი  რევაზ ფაცურია.

ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.