ძლიერმა წვიმამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა

10:32, 13.06.2019

ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ყელქცეულში. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის შედეგად მოსული ნალექი სალთვისის სარწყავმა არხმა ვეღარ გაატარა.

სოფელ ყელქცეულში დატბორილია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სარდაფები და პირველი სართულები.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

ადგილზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც. მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის დროს სწრაფად მოხდა ნიქოზის კაშხალზე გამშვები ფარების ჩაკეტვაც.

მსგავსი