ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ხიდისთავი-ქვენობნის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე წიფნაგვარაში, ქვაბღასა და კიდევ რამდენიმე სოფელში წყალმოვარდნები გამოიწვია. ხელისუფლების ინფორმაციით, მაგისტრალში წყლის ამღვრევის საშიშროების გამო, პრევენციის მიზნით, ჩოხატაურს დროებით არ მიეწოდება წყალი.

„ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე სუფსის ადიდებამ გამოიწვია დაბა ჩოხატაურის წყალსადენის სათავე ნაგებობის დაზიანება. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან გვატყობინებენ, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები და აღდგება წყლის მიწოდება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

დატოვე კომენტარი