ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო კლდიდან მიწა ჩამოიშალა, რამაც პრობლემები გზის სავალ ნაწილზე შექმნა.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური, ელოდებიან ტექნიკას, რის შემდეგაც ტერიტორიის გაწმენდა მოხდება.