ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო მდინარე საცხენეთი ადიდდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დატბორილია სავარგულები, დაზიანებულია ბოგირები. მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ხეობაში აღდგენილია.

ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, წყლის დონის დაწევის შემდეგ გზები სპეცტექნიკით გაიწმინდება.