ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი, ნანიანი, ქოდალო და არაშენდა დააზარალა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, სეტყვამ დააზიანა როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე სავარგულები.

მისივე თქმით, რამდენიმე წუთში სტიქიის ადგილზე მისვლას და დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.