ძლიერმა ქარმა ქალაქი ამბროლაური დააზარალა

18:37, 18.07.2019

ძლიერმა ქარმა ქალაქი ამბროლაური დააზარალა. ქარმა ხუთ მაღალსართულან საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად, სამ კორპუსს კი ნაწილობრივ გადახადა.

სახურავის გარეშეა დარჩენილი 200-მდე ოჯახი. „ქარი დაახლოებით სამი წუთის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა იმდენად ძლიერი იყო, რომ 200-მდე ოჯახი სახურავის გარეშე დატოვა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ნალექის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს კერძო და საოჯახო სასტუმროებში გადავიყვანთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.

ქალაქის ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტრომომარება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი