ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში სახლების სახურავები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში სახლების სახურავები დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. რამდენიმე ქუჩაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ზარალს აღრიცხავს.

„ხელისუფლება ადგილზე ეცნობა მოსახლეობაში შექმნილ საკმაოდ რთულ ვითარებას და ცდილობს, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ სტიქიამ მიაყენა“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაკა სულაბერიძემ.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო სამსახურთან ერთად „კეთილმოწყობისა და მომსახურების“ ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.