ძლიერმა ქარმა კაჭრეთში ხუთსართულიან კორპუსს თუნუქის სახურავი ახადა
ძლიერმა ქარმა კაჭრეთში ხუთსართულიან კორპუსს თუნუქის სახურავი ახადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს თუნუქის სახურავი ახადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, კორპუსის გარდა სხვა საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არ არის.

,,ძლიერმა ქარმა მხოლოდ კორპუსის სახურავი დააზიანა. ადგილზე უკვე დავათვალიერეთ და დავითვლით, რა თანხა სჭირდება რეაბილიტაციას. უმოკლეს დროში აღმოვუჩენთ დახმარებას, რომ წვიმის შემთხვევაში წყალი არ ჩავიდეს საცხოვრებელ ბინებში“, – განაცხადა ხანდამაშვილმა.