ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა
ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფელ ვაზისუბანში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რის გამო თელავი-გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა.

სოფელ კალაურში კი, ქარმა ორ სახლს გადახადა სახურავი. შაშიანში ნაწილობრივ დაზიანდა სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილებზე, სადაც პრობლემები შეიქმნა, გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.