ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

დაზიანებული კორპუსი სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ასევე ავტომობილი დააზიანა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი