ძლიერმა ქარმა გორში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა გორში პრობლემები შექმნა

გორში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ორ კორპუსს სახურავი გადახადა, წაქცეულია ხეები და დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილებზე მუშაობენ გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.