ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა

ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით.

სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ძლიერმა ქარმა ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალზე 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა.

ტერმინალის შიდა პერიმეტრზე მდებარე მცირე ზომის ნაგებობას ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობაა.