ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

გვიან ღამით ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ადგილზე მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, საავტომობილო გზაზე შეფერხდა გადაადგილება.  ქარმა  ასევე დააზიანა დედოფლისწყაროს საახალწლო ნაძვის ხის კონსტრუქცია.

პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც გამოც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ენერგო პრო ჯორჯია“ და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

როგორც დედოფლის წყაროს გამგებლმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ამ დროისთვის უკვე მოხერხდა გზის გაწმენდა და აღდგენილია მოძრაობა.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, მერიაში წერილობით ზარალის შესახებ ჯერ არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.