ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

,,გუშინ, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სოფელ ბუკნარში ხე სახლს დაეცა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ჯერ უცნობია მისი ზუსტი ოდენობა. ამ დროისათვის 10-12 შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ვაგრძელებთ მათთან შეხვედრებს”, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.