წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლა
წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილ წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერის ცენტრალურ შტატში, სავაჭრო ქალაქ მოკვაში წყალდიდობამ 50-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ქვეყნის ნიგერის შტატის დედაქალაქ მინას ოპერაციების ოფისის ხელმძღვანელმა, ჰუსეინი ისაჰმა განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ რისკის ქვეშაა.

პარალელურად, ნიგერის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსპიკერმა, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ გაიზრდება.

ქალაქი მოკვა ქვეყნის სამხრეთიდან ჩამოსული ვაჭრებისა და ჩრდილოეთიდან ჩამოსული ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი ცენტრია.

წყალდიდობა რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც ახლომდებარე კაშხლის ჩამონგრევა მოჰყვა.

ნიგერიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქვეყნის 36 შტატიდან 15-ში შესაძლო წყალდიდობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ნიგერიაში წვიმების სეზონი ახლახან დაიწყო და, როგორც წესი, დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდება.