ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, კუნძულ იბიცაზე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული, დახურულია სკოლები, შეფერხებით მუშაობს აეროპორტი

00:07, 01.10.2025

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, კუნძულ იბიცაზე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული, დახურულია სკოლები, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე კუნძულ იბიცასა და ფორმენტერაზე გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკეტილია რამდენიმე ქალაქში შესასვლელი გზა, იბიცას მთავარი გზატკეცილი კი დატბორილია.

შეფერხებით მუშაობს იბიცას აეროპორტიც.

საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ქალაქში გადაადგილებისა და გარე აქტივობებისგან.

 

მსგავსი