ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა [ფოტო]
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა [ფოტო]

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა.

ძლიერი წვიმაა თბილისის თითქმის ყველა უბანში. ზოგიერთ უბანში წვიმას თან სეტყვაც ერთვოდა.

წვიმის გამო, დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სხვა გამოძახება უწყებაში ამ დროისთვის არ შესულა.