ძლიერი წვიმის შედეგად ქვიშხეთში საცხოვრებელი სახლის ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ქვიშხეთში საცხოვრებელი სახლის ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა. წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა.

დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ათამდე ეზო. ადგილობრივებს წყლის ამოტუმბვაში სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.