ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ჯიხურებში შევიდა.

მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ცალკეულ ქუჩებზე სამაშველო ბრიგადები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

„ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურში 10-მდე გამოძახება შემოვიდა. სამაშველო ბრიგადები მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა პირველ არხთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის განყოფილების უფროსმა ირაკლი თიოძემ.