ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი დააზიანა, არავინ დაშავებულა, გამგეობამ ოჯახს დროებით ფართში გადაყვანა შესთავაზა

01:34, 15.08.2026

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი დააზიანა, – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ფართში გადაყვანა შესთავაზა.

„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ფართში გადაყვანა შესთავაზა“, – აღნიშნავენ მერიაში.

მსგავსი