ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია
ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.

ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშთან, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.