ძლიერი წვიმის შედეგად, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა

16:35, 24.03.2021

ძლიერი წვიმის შედეგად, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია შემდეგი მიმართულებებით: დიდაჭარა-საციხური-გელაურა, ცხემლისი-დარგულა, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეები, მერისი-სიხალიძეები.

უწყების ცნობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით. დაზიანებულ გზებზე 35 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

მსგავსი