უხვი ნალექის გამო, რაჭის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უხვი ნალექის გამო, რაჭის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო.

აღნიშნულის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად, დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

„კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს“, – განმარტავენ კომპანიაში.