ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

10:01, 22.09.2021

უხვი ნალექის შედეგად, ბათუმის ნაწილი დაიტბორა. მძიმე ვითარება შეიქმნა თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილის, აღმაშენებლის, შავშეთისა და სხვა ქუჩებზე.

წვიმა განსაკუთრებით დილის 04:00 საათზე გაძლიერდა. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში.

ასევე, რთული ვითარებაა ხელვაჩაურში, სადაც ადიდებული მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

დილიდან, შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.

მსგავსი