ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა

13:38, 27.07.2021

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე უხვი ნალექის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. რამდენიმე სახლში წყალი პირველ სართულზე შევიდა და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.

ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი