ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი