ძლიერი წვიმის გამო სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა [ვიდეო]

ძლიერმა წვიმამ სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში პრობლემები შექმნა.

უამინდობის გამო აღნიშნულ რაიონებში ქუჩები დაიტბორა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც დატბორილი ქუჩები ჩანს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.