ძლიერი წვიმის გამო, სამეგრელოში, სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყდა
ძლიერი წვიმის გამო, სამეგრელოში, სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყდა.

სოფელში პრობლემები ძლიერმა წვიმამ შექმნა. მდინარე სკაიას ადიდების შედეგად გზა ჩაიხერგა, წაღებულია ხიდები, დატბორილია თხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია მოსავალი. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშეც დარჩნენ.

„დილიდან ველოდებით რწმუნებულს, არავინ მოსულა, ხედავთ რა მდგომარეობაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს“, – აცხადებენ ადგილობრივები.

მოგვიანებით, დაზარალებულებთან სოფლის გამგებელი მალხაზ თოდუა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, შესაბამისი სამუშაოები მაშინვე დაიწყება.