ძლიერი წვიმის გამო, იაპონიის სამი ქალაქიდან 800 ათასი ადამიანის ევაკუაცია ხორციელდება 
ძლიერი წვიმის გამო, იაპონიის სამი ქალაქიდან 800 ათასი ადამიანის ევაკუაცია ხორციელდება 

იაპონიის სამი ქალაქიდან ძლიერი წვიმის გამო, 800 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იაპონიის ხელისუფლებამ კიუსიუს კუნძულის სამი ქალაქის, კაგოშიმას, კირიშიმას და აირას მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის დატოვებისკენ მოუწოდა.

ქალაქ კაგოშიმაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კაგოშიმას პრეფექტურამ იაპონიის თავდაცვის ძალებს სტიქიასთან გასამკლავებლად დახმარება სთხოვა.

310 ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა იაპონიის ხელისუფლებამ მიაზაკის პრეფექტურაშიც.

28 ივნისის შემდეგ, კუნძულ კიუსიუზე ნალექების რაოდენობამ 1000 მილიმეტრს მიაღწია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.