ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც.

მოსახლეობის თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს ამ პრობლემის წინაშე ხღიდან დგებიან.

„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.