ძლიერი წვიმის გამო, ჩოხატაურის რამდენიმე სოფელი დაზარალდა
ძლიერი წვიმის გამო, ჩოხატაურის რამდენიმე სოფელი დაზარალდა

ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ხიდისთავი-ქვენობნის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე წიფნაგვარაში, ქვაბღასა და კიდევ რამდენიმე სოფელში წყალმოვარდნები გამოიწვია.

„მერიისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები გასულები იყვნენ სტიქიის ადგილებზე. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა. რამდენიმე მოსახლეს გავუწმინდეთ სახლის მიმდებარე ტერიტორია. ხვალ კვლავ გაგრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

დატოვე კომენტარი