ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ქუჩები დაიტბორა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვ ნალექთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დატბორილ ადგილებზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

„ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭების, არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.

შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. მერიის ინფორმაციით, წყლის დროულად გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.