ძლიერი შტორმის გამო ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

12:47, 27.09.2026

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც წყალდიდობა, ელექტროენერგიის გათიშვა და სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია. „ბიბისის“ ცნობით, შტორმის გამო სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც გაუქმდა.

სტიქია აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ათობით მილიონ ადამიანს ემუქრება. „ბიბისი“ წერს, რომ ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადეს. ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი ვირჯინიის შტატიდან მეინამდე. ბრუკლინში სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც. ქარმა ხე წააქცია. ერთი ადამიანი დაიღუპა. ნიუ ჯერსის სანაპირო ქალაქ სერფ-სიტიში ქუჩები დაიტბორა. შტორმის გამო ელექტროენერგია 100 000-ზე მეტ ოჯახს არ მიეწოდება. გაუქმდა ან გადადიო 3000-ზე მეტი რეისი.

აშშ-ის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ შტორმის გამო რამდენიმე რეგიონის, მათ შორის ნიუ იორკსა და ბოსტონის სანაპირო ზონების დატბორვის საშიშროება არსებობს.

მსგავსი