„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლებმა გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან, ვატო სურგულაძესთან, გრიგოლ გეგელიასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, გორში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა.
პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს.