„ძლიერი საქართველო“ - ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ დაულუქავს და ამ დრომდე შტაბში ინახება, ასევე არ დაუკითხავთ ბუაძე და პარტიის სხვა წევრები
„ძლიერი საქართველო“ - ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ დაულუქავს და ამ დრომდე შტაბში ინახება, ასევე არ დაუკითხავთ ბუაძე და პარტიის სხვა წევრები

ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საბურთალოს შტაბთან მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები.

„ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ წაუღია/დაულუქავს, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.