ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი დროებით შეწყდა
ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი დროებით შეწყდა

ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც თეატრის წინ მიმდინარეობდა, დროებით შეწყდა.

ნიაზ დიასამიძისა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტმა თეატრის სცენაზე გადაინაცვლა.

თელავში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამაში ცვლილება თავდაპირველად სცენის კონსტრუქციის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე საათში ღია სცენად გადაკეთდა და მსმენელთა წინაშე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარდგა.

ამასთან, ანსამბლებმა „წინანდალმა“ და „პატარა კახმა“ 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი ღონისძიების მონაწილეებთან ერთად შეასრულეს.