ძლიერი ქარის შედეგად ფოთიც დაზარალდა

11:44, 01.12.2018

ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანებულია როგორც კერძო, ისე მუნიციპალური შენობების სახურავები, ჩამსხვრეულია მინები, წაქცეულია ხეები, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის რამდენიმე უბანს.

„ენეგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. ფოთის მერიაში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

„შექმნილია საგანგებო შტაბი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერია და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობს.

მსგავსი