ძლიერი ქარის გამო თბილისში 15 შენობის სახურავი და 10 ავტომანქანა დაზიანდა

12:40, 18.03.2019

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 17 მარტის 15:00-სთ-დან, 18 მარტის 09:00-საათამდე თბილისის მასშტაბით 68 შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქარის გამო დაზიანდა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, ოთხი სარეკლამო ბილბორდი და ერთი შუქნიშანი.

მსგავსი