ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 00:00 საათის მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმერეთიდან შემოსულია 350 შეტყობინება, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 110, ხოლო გურიიდან – 15.

„იმერეთი – გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.