ძლიერი ქარის გამო, რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგიროები დროებით არ იმუშავებს
ძლიერი ქარის გამო, რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგიროები დროებით არ იმუშავებს

ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგირო გზები დროებით არ იმუშავებს. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურებიან მგზავრებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.