ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში ხე წაიქცა
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში ხე წაიქცა

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში, კიკვიძის სკვერში ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წაქცეულმა ხემ გარე განათების ბოძები დააზიანა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ქუთაისში დილიდან ძლიერი ქარია.