ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, ძლიერი ქარის გამო, შეფერხებით მუშაობს.

ძლიერი ქარის შედეგად, გადაიდო ქუთაისი-მილანის ავიარეისი, გაუქმდა ბარსელონას მიმართულებით დაგეგმილი ფრენა. პრობლემები შეექმნათ ბერლინისა და დორტმუნდის ავიარეისის მგზავრებსაც, რადგან ძლიერი ქარის გამო უსაფრთხოებიდან გამომდინარე თვითმფრინავიდან ბარგის გადმოტანა ვერ ხერხდება.

მგზავრებს განუმარტეს, რომ ბარგს თბილისში ჩააბარებენ.