ძლიერი ქარის გამო, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

17:32, 21.11.2017

ოკუპირებულ აფხაზეთში, ძლიერი ქარის გამო, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილზე დილიდან „ჩერნომორენერგოს“ სპეციალისტები მუშაობენ, – წერს ადგილობრივი მედია.

„ჩვენი ბრიგადები ავარიის ადგილზე იმყოფებიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის“, – განუცხადა „აფსნი.რუ“-ს „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ვალერი პენტიუხოვმა.

ინფორმაცია ავარიის შედეგების ლიკვიდაციის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი