ძლიერი ქარის გამო, ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან 60-მდე შეტყობინება შევიდა
ძლიერი ქარის გამო, ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან 60-მდე შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, ღამის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან 60-მდე შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განაცხადა.

მისი თქმით, სამაშველო ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. როგორც ყირიმელმა აღნიშნა, ბევრი გამოძახების მიუხედავად, ქარის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

„ძლიერი ქარის გამო, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, დაახლოებით 60-მდე შეტყობინება იყო შემოსული. ძირითადად იყო სახლის სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ახდა, სარეკლამო ბანერების დაზიანება. იყო რამოდენიმე ხის წაქცევის შემთხვევა, მაგრამ ამ ინციდენტების შედეგად დაშავებული არავინ არის.

მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ყველა შეტყობინებაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.