ძლიერი ქარის გამო დაზარალებულ სოფელ უდაბნოსა და ხაშმის მოსახლეობას საგარეჯოს მერია სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება
ძლიერი ქარის გამო დაზარალებულ სოფელ უდაბნოსა და ხაშმის მოსახლეობას საგარეჯოს მერია სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება

სტიქიისგან დაზარალებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ხაშმის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა კომისიამ ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაასრულა.

როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ლექსო გილაშვილმა განაცხადა, სოფელ უდაბნოში, პატარძეულსა და ხაშმში ძლიერმა ქარმა 16 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

„ზარალი 150 ათას ლარამდეა, მხოლოდ მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი არ არის საკმარისი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, დახმარებას მთავრობასაც ვთხოვთ, საქმის კურსშია გუბერნიაც. სავარაუდოდ, ორი კვირაა საჭირო, შევჯერდეთ რა ფორმით და როგორ დავეხმარებით დაზარალებულებს” – განაცხადა გილაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.