ძლიერი ქარის გამო 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა

10:36, 09.02.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

„ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო – 49, რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ორი, იმერეთში – ორი, გურიაში – ერთი, შიდა ქართლში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, აჭარაში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი გამოძახება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი