ძლიერი ნისლი და მტვერი თბილისში - სპეციალისტების განმარტება [ვიდეო]

დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება. პირველი არხი გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და განმარტება სთხოვა.

როგორც სააგენტოში განაცხადეს, ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

„სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით  შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას”, – აცხადებენ სააგენტოში.

სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.