ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ გალში - სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები ვრცელდება

ოკუპირებულ გალში ხანძარი ლოკალიზებულია, რომელიც დაახლოებით 600 ჰექტარზე იყო გავრცელებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის ჩაქრობამდე ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი ცხრა სოფელს მოედო და ქარი მის ლოკალიზებას აფერხებდა. მედია წერს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია და მიყენებული ზიანის შესაფასებლად სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება.

ამასთან, სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.