ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბოლო გრან-პრის გათამაშებას ხვალიდან ბუდაპეშტი უმასპინძლებს
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბოლო გრან-პრის გათამაშებას ხვალიდან ბუდაპეშტი უმასპინძლებს

ბუდაპეშტში, მსოფლიო გრან-პრის გათამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟებში 60 და 66, ხოლო გოგონებში 48, 52 და 57 კგ. წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ხვალ საქართველოს ნაკრების წევრთაგან 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, 66 კგ-ში კი თორნიკე ნაგლიაშვილი იჭიდავებენ.

60კგ-ში ლუხუმ ჩხვიანი და ამირან პაპინაშვილი ტურნირს მეორე წრიდან იწყებენ, ლუხუმი უნგრელ მონორისა და მაროკოელ მოუტადირს შორის წარმატებულს დაუპირისპირდება, პაპინაშვილი კი უნგრელი ვიდას მეტოქეა.

თორნიკე ნაგლიაშვილის პირველი მეტოქე ნეპალელი ინდრა ბაჰადურია, მომდევნო წრეში კი პორტუგალიელი ოლეინიკისა და ჩეხი პეტრიკოვის წყვილში გამარჯვებულის წინააღმდეგ იასპარეზებს.

წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

ბუდაპეშტში სამი დღის განმავლობაში 90 ქვეყნის 626 ძიუდოისტი პირველობისთვის იბრძოლებს.